უბრალოდ რაული
ის რაც გავიგეთ და რაც გადაწყვეტილია ყველამ ვიცით. სამწუხაროდ რაულმა დატოვა მადრიდის "რეალი".
ადამიანი რომელმაც შეუქმნა გუნდს ისტორია. ადამიანი რომელიც თავად ჩაეწერა ოქროს ასოებით ისტორიაში და ისეთ სახელს დაიმკვიდრებს რომელზეც მილიონობით ფეხბურთელი ვერც კი ოცნებობს. ის წავიდა ანუ ეპოქა "რაული" დასრულებულია. მან გზა დაუთმო ახალგაზრდებს და იმედი აქვს მისი სახელის გამგრძელებელს იპოვნის მადრიდი.
მან ძალიან ბევრი იშრო იმისთვის, რომ თვიოეული მადრიდისტასთვის მცირეოდენი სიხარული მაინც მიენიჭებინა. რაულმა იომა და ღირსეულად დაიცვა "მეფეთა არმია". ის იყო პროფესიონალი და დიდებული ადამიანი. მან ისეთ რეკორდებს მიაღწია რისი გამეორებაც ალბათ კარგახანს შეუძლებელი იქნება.
"მე შემიძლია მოვკვდე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მე მოვკვდები რეალის გულისთვის." --- რაულ გონსალეს ბლანკო!!!
by: aqilevs
- 26 ივლისი 2010
- 1 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.