კლოპი:„ჩვენ „რეალს“ ვაჯობეთ, მაგრამ ამ გუნდს ვერავინ ამარცხებს“
იურგენ კლოპმა „რეალთან“ წაგებული ფინალის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მე მჯერა „ლივერპულის“ ფეხბურთელების და ვიცი, რომ ფინალში ისევ გავალთ და გამარჯვებასაც დავაფიქსირებთ. ამ გუნდს ყველაფერი შეუძლია.“
„სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ყველა ასპექტი დახვეწილი გვქონდა და მეტოქეს ვჯობდით, თუმცა ფაქტია, რომ „რეალს“ ამ სეზონში ვერავინ ამარცხებს.“
„მატჩის დასრულების შემდეგ ანჩელოტის გამარჯვება მივულოცე და დავუფიქსირე, რომ მისი გუნდი ყველა მეტოქისთვის უძლეველი აღმოჩნდა.“
„ტიბო კურტუა? მსურს, დიდი პატივისცემა დავაფიქსრო ბელგიელის მიმართ. მან მართლაც საოცარი სეზონი „გამოაცხო“ და „ბლანკოსის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.“
„ჩემი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მათ ბევრი იბრძოლეს და გოლის გატანასთანაც ბევრჯერ იყვნენ ახლოს.“
„დასანანია, რომ ვერც პრემიერლიგა მოვიგეთ და ვერც ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ ორივე ჯილდოსთან ახლოს ვიყავით.“
- 29 მაი 2022
- 19 636
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.