ბენზემა: „ძალიან მინდა ამის მოგება“
კარიმ ბენზემამ კარიერაში ჩემპიონთა ლიგის მე-5 ოქროს მედალი დაიბევა. ფრანგმა თავამსხმელმა „ლივერპულთან“ დაპირისპირება შეაჯამა.
„შესანიშნავი ფინალი გამოდგა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. საკმაოდ რთული შეხვედრა ჩავატარეთ გუნდთან, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. საბოლოოდ ყველას ვაჩვენეთ, რომ ჩვენ აქ ვართ.“
„რა თქმა უნდა, ფინალი ყოველთვის დამღლელ შრომასთან ასოცირდება. ჩვენ ლა ლიგის ჩემპიონები ვართ და ვფიქრობ, გადაწმყვეტი შეხვედრისათვის კარგ კონდიციებში შევედით. მეორე ნახევარში ისე ვიასპარეზეთ, როგორც ყოველთვის.“
„მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის მოგება მადრიდის რიგებში და თანაც ჩემს ქვეყანაში, საფრანგეთში. მადრიდისტებთან ერთად ძალიან ვამაყობ მიღწეულით.“
„„ოქროს ბურთი?“ ვნახოთ, რა მოხდება. ვიმედოვნებ, რომ გავიმარჯვებ, მაგრამ ახლა ამ მოგებით უნდა დავტკბეთ.“
- 29 მაი 2022
- 1 396
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.