კლოპი:„„რეალის“ წარმატებებზე წიგნის დაწერაც შეიძლება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის“
იურგენ კლოპმა „რეალთან“ ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდი ძალიან კარგად მუშაობს. შესანიშნავი ატმოსფეროა და მჯერა, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელია. ფაბინიო კარგად მუშაობს, ვნახოთ იქნება თუ არა სასტარტოში ფინალურ დაპირისპირებაში.“
„ეს არის „ლივერპულის“ მესამე ფინალი ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.“
„ჩვენ არ გვაქვს ის გამოცდილება, რაც „ბლანკოსს“, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში მოთამაშეებმა საოცარი პროგრესი აჩვენეს.“
„სალაჰი არ ივიწყებს, რა მოხდა 2018 წელს, მაგრამ მისი მიზანი არა შურისძიება, არამედ ფინალურ მატჩში წარმატების მიღწევაა.“
„მთავარი ის არის, რომ ერთსა და იმავე პირობებში ვთამაშობ. ბალახის მდგომარეობას ახლა ვერ შევაფასებ.“
„მანე და კეიტა? ორივე მოთამაშე დიდ როლს თამაშობს კოლექტივის წარმატებაში. „ბაიერნის“ ინტერესი სადიოს მიმართ? ამაზე არანაირი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, ახლა მხოლოდ ფინალზე ვფიქრობ.“
„ორივე გუნდი დიდ სისწრაფეს და ტექნიკას ფლობს. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და „რეალისთვის“ საკუთარი სტილის შეთავაზება.“
„ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ფინალამდე მოსულიყვნენ. ახლა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. გვსურს, რომ 2021/22 წლების სეზონი წარმატებით დავასრულოთ, ამისთვის კი გამარჯვებაა საჭირო.“
„სადიოს მომავალი? სადაც არ უნდა იყოს სენეგალელი ყველგან ლიდერი იქნება, მაგრამ ის „ლივერპულის“ წარმატებაზეა ორიენტირებული.“
„ოქროს ბურთი? თუ „ლივერპული“ ჩემპიონი გახდება, ჩემი ფეხბურთელების შანსები გაიზრდება.“
„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ „რეალის“ მიღწევებსა და გამოცდილებაზე. შეგვიძლია წიგნიც კი დავწეროთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, „ლივერპული“ მაქსიმუმს გაიღებს ჩემპიონობისთვის.“
- 27 მაი 2022
- 1 413
- 3