"ყოველთვის რეალ მადრიდის მხარდამჭერი ვიქნები"
გუტი: "პრაქტიკულად მთელი ცხოვრება რეალ მადრიდში გავატარე, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში"
გუტიმ მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ realmadrid.com-სა და realmadridTV-ს, მას მერე რაც პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ტოვებდა კლუბს.
იმოქმედა ამან შენზე? როგორ გამოხატავდი ამას?
ვფიქრობ, რომ ცოტათი იმოქმედა. ბევრ ემოციას განვიცდი ერთდროულად. პრაქტიკულად მთელი ცხოვრება რეალ მადრიდში გავატარე, რომელსაც ვუყურებ როგორც მსოფლიოში საუკეთესო კლუბს. გარშემორტყმული ვიყავი მეგობრებით, ოჯახითა და ჟურნალისტებით, რომლებიც ჩემთან ერთად იზრდებოდნენ და რომლებსაც ვიცნობ გაჩენის დღიდან. დიდი გამოცდილება შევიძინე და მოხარული ვარ, რომ 14 წელი გავატარე პირველ გუნდში. მიხარია, რომ მე და კლუბი შევთანხმდით ჩემი კონტრაქტის განულირებაზე. ჩემ ცხოვრებაში ახალი საფეხურის დაწყებას ველოდები.
შენ მოხვედი როდესაც იყავი 9 წლის და 24 წლის განმავლობაში ბევრი ტიტული მოიგე. რას ფიქრობ ამაზე?
ვფიქრობ მშობლებმა და დებმა დიდი სამუშაო შეასრულეს. ისინი ჩემი ტიტულების ნახევარს იმსახურებენ. ამდენს დიდი ძალისხმევის გარეშე ვერ მივაღწევდი. ბევრი წვრთნა მახსოვს, ბევრი ცივი დილა მახსოვს "რეალ მადრიდ სიტიში" გატარებული... ბევრი კარგი რამ ვისწავლე აქ.
რომელია შენი საუკეთესო მოგონება?
ალბათ ჩემი დებიუტი. ეს ყოველი ბავშვის ოცნებაა; ითამაშო ბერნაბეუზე 80,000 გულშემატკივრის წინაშე. ვფიქრობ ეს არის ყველაზე ღრმა მოგონება ჩემ ცხოვრებაში. ეს არის ბევრი მუშაობის შედეგი ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან. ეს იყო არაჩვეულებრივად დამაკმაყოფილებელი.
სხვაზე კარგად შეგიძლია დამხმარედ (შემცვლელად) მუშაობა. რას გრძნობ, როდესაც ხალხი რაიმე ამდაგვარზე მოგიწოდებს?
ამას უნდა შეეგუო და გაანალიზო, რომ ფეხბურთში ასეთებიც ხდება. ზოგჯერ ამთავრებ კარიერას და გიმახსოვრებენ ბევრის მიღწევისთვის, ზოგჯერ ამთავრებ კარიერას შეცდომებისთვის. ვამაყობ, როდესაც მესმის, რომ ხალხს მოვენატრები. ეს ნიშნავს, რომ კარგი სამუშაო შევასრულე რეალ მადრიდისთვის და ამას ხალხი დაიმახსოვრებს.
გულშემატკივრები აშკარად ემოციების ქვეშ იყვნენ, როდესაც შენ გამოემშვიდობე მათ ლიგის ბოლო მატჩის შემდეგ. ასევე იყვნენ ჟურნალისტები პრესის ოთახში...
ეს მართალია. ყველა ვაკეთებთ ჩვენ-ჩვენ სამუშაოს და შეუძლებელია ყველასთვის, რომ მუდამ იყოს შეთანხმებული ვინმესთან. ზოგმა ჟურნალისტმა კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც მე დავიწყე. მჯერა, რომ გულშემატკივრებს უფრო მეტი გავლენა ჰქონდათ ჩემზე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამას ქუჩაში ვგრძნობდი. ვფიქრობ რაღაცეები შეიცვალა. ზოგ ადამიანს უფრო მეტად უყვარხარ და ზოგს უფრო ნაკლებად. ჩვენი სამუშაო საზოგადოების წინაშეა და ყველას აქვს თავისი აზრი. ბევრი საყვარელი მოგონება მაქვს. დიდ გავლენას ვგრძნობდი ხალხისგან ბოლო 4 თვის განმავლობაში როდესაც ჩემი მომავალი გაურკვეველი იყო. ამისთვის მადლობელი ვარ. მინდა იცოდნენ ქომაგებმა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რეალ მადრიდის მხარდამჭერი ვიქნები.
ფიქრობ, რომ როდესმე შეიძლება დაბრუნდე?
შეიძლება. მინდა, რადგან კლუბში ბევრი წელი მაქვს გატარებული და მას კარგად ვიცნობ. მჯერა, რომ კარგი საქმის გაკეთება შემიძლია. ეს არის დიდი კლუბი და რაც ყოველთვის რჩება ამ კლუბისგან არის მწვერვალი და რეალ მადრიდის სახელი. არასდროს იცი რას გიმზადებს მომავალი.
წყარო: realmadrid.com
- 26 ივლისი 2010
- 2 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.