„რეალის“ ბოლო ვარჯიში პარიზში გამგზავრებამდე
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა პარიზში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს „ვალდებებასზე.“
განვლილი სესია ფიზიკური სავარჯიშოებით დაიწყო, შემდეგ კი ყურადღება გამახვილდა ბურთის ფლობასა და კონტროლზე. მიწურულს ანჩელოტის შეგირდებმა მინი მატჩი გამართეს და კარში დარტყმებზეც იმუშავეს.
პირველი შემადგენლობის ყველა წევრმა სრული დატვირთვა მიიღო. არსებული მომენტისათვის, იტალიელ მწვრთნელს უკლებლივ ყველა შეგირდი მწყობრში ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირება 28 მაისს, 23:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 26 მაი 2022
- 721
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.