„რეალი“ ასტრონომიულ თანხას ამზადებს ლეაოსთვის

კილიან მბაპეს პარიზულ გრანდში დარჩენის გამო, „რეალის“ სატრანსფერო გეგმები 180 გრადუსით შეიცვალა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სამეფო კლუბი 128 მილიონის ევროს გადახდას აპირებს „მილანის“ წინახაზელის სანაცვლოდ. რაფაელ ლეაო იტალიური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და მას დიდი წვლილი მიუძღვის „სკუდეტოს“ მოგებაში. არსებული მომენტისათვის, მისი გამოსასყიდი თანხა 160 მილიონს შეადგენს, თუმცა „როსონერის“ გეგმებში არა გასხვისება, არამედ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება შედის.

შემტევი, რომელიც ეფექტურია, როგორც მარცხენა ფრთაზე, ასევე ცენტრში, 22 წლის წინ, პორტუგალიაში დაიბადა. რაფაელის პირველი კლუბი ლისაბონის „სპორტინგი“ იყო, ხოლო შემდეგი ფრანგული „ლილი.“ ის „მილანში“ 2019 წლიდან გამოდის. მიმდინარე სეზონში ლეაოს აქტივშია 3200 სათამაშო წუთი, 14 გოლი და 12 ასისტი.


1

26 მაი 2022 10:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვინმე ავტორიტეტულს არუყვარს ან მილანი ან ბაიერნი რეალი ბარსა რავიციი ქილერი მიუგზავნონ ამ ჩეფერინს და გააგორონ რაიქნება wink

2

26 მაი 2022 14:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 026
ლეაოში 128 მილიონი ზღაპარია, არავინ გადაიხდის და არც უნდა გადაიხადონ, მშვენივრად ადგება მილანს და თავი დაანებონ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (138)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)