კლოპი: „ანჩელოტი ძალიან სასიამოვნო ადამიანია“
იურგენ კლოპმა მედიისთვის ღია კარის დღის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„არასდროს იცი, კიდევ როდის მოგეცემა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღების საშუალება. ეს ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა. ჩვენ წინაშე იქნება გუნდი, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ მოიგო აღნიშნული ტურნირი.“
„ანჩელოტი ძალიან სასიამოვნო ადამიანი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დამრიგებელია. მასთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს და შესაბამისად, დიდ პატივს ვცემ. მან ყველაფერი მოიგო ყველგან და არ ჩერდება.“
„თუ ავიღებთ „რეალის“ თითოეული თამაშის ბოლო 10 წუთს, მაშინ „ლივერპული“ უშანსოდაა, თუმცა მატჩები გრძელდება და მათ სხვაობის აღმოფხვრა უწევდათ.“
„„ბლანკოსი“ საკმაოდ გამოცდილი გუნდია. იქ იციან როგორ უნდა მოემზადონ ფინალისათვის, რაც 2018 წელსაც გამოჩნდა. ამ დაპირისპირების შემდეგ ჩვენც დიდი პრაქტიკა შევიძინეთ.“
„შესაძლებელია ალკანტარამ ხვალიდან განაახლოს ვარჯიში. არსებობს შანსი, რომ ის მწყობრში შეხვდეს პარიზში გასამართ პაექრობას.“
- 25 მაი 2022
- 1 171
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.