აზარი: „ძალიან მინდა ამის გაკეთება“
ედენ აზარმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ბელგიურ გაზეთთან (Het Laatste Nieuws) ისაუბრა.
„მადრიდული კარიერის პირველი 3 წელი არაპროდუქტიული გამოდგა, მაგრამ მწვრთნელმა იცის, რომ კონტრაქტით კიდევ 2 სეზონი დამრჩა და ძალიან მინდა ყველას დავუტმკიცო, თუ რისი გაკეთება შემიძლია მოედანზე.“
„ჩემი ცხოვრების მიზანი იყო „რეალის“ მაისურის მორგება და გახარებული ვარ ოცნების ახდენით. ჩემი ოჯახიც ბედნიერად გრძნობს თავს ესპანეთის დედაქალაქში.“
„ჩემი ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ქირურგიული ჩარევა აუცილებლად მესაჭიროებადა. გამიმართლა, რომ დროულად დავბრუნდი საქმეში.“
„ფოკუსირებული ვარ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და შემდეგ წინასასეზონო მომზადების პერიოდზე.“
- 25 მაი 2022
- 2 851
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.