„რეალი“ თუ „პსჟ“ - ვის აირჩევს ჩუამენი?
ახალგაზრდა ნახევარმცველისათვის ბრძოლაა გაჩაღებული.
„პსჟ“ და მბაპე ყველაფერს აკეთებენ, რომ ოურელიენ ჩუამენი ლიგა 1-ში დატოვონ, თუმცა RMC Sportის ცნობით, ამომავალ ვარსკვლავს სამეფო კლუბში თამაში აქვს გადაწყვეტილი. „რეალის“ ფავორიტობაზე წერს ფრანგული L'Équipe-ც. მათი ინფორმაციით, მადრიდელებსა და მონეგასკებს შორის მოლაპრაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა ჯერ შეთანხმება არ მომხდარა. სიტუაციას ცოტათი ართულებს „მონაკოს“ პოზიცია. ისინი 80 მილიონ ევროს ითხოვენ შუახაზელის სანაცვლოდ.
ჩუამენის ბედი უახლოესი დღეების განმავლობაში გადაწყდება
- 25 მაი 2022
- 1 550
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.