ასენსიო: „ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით რა ხდებოდა“
28 მაისს, მარკო ასენსიო ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მან „მაკრასთან“ ისაუბრა „ლივერპულთან“ მოახლოვებულ დაპირისპირებაზე.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ახერხებთ დაძინებას?
- დიახ, კარგად მძინავს. სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მიმდინარე კვირაში განსხვავებული მეთოდით ვემზადებით. თითოეული მოთამაშის სურვილია ასეთი ტიპის შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისად, ვარჯიშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვცდილობ მაქსიმალური სიამოვნება მივიღო მიმდინარე კვირით, პაექრობით და დასვენებული შევხდე მას.
- გჯერათ, რომ ფინალში იმყოფებით განვლილი მატჩების ფონზე?
- შემიძლია დავიჯერო, მაგრამ გეთანხმებით, ეს სეზონი ნამდვილად განსაკუთრებული იყო წინამობერდებისაგან, ვინაიდან საპლეიოფო სტადიის ყველა განმეორებით დაპირისპირებში ქამბექი შევასრულეთ. წარმოუდგენელი თამაშების მომსწრენი გავხდით, რომელთა დასრულების შემდეგაც, უბრალოდ არ ვიცოდით რა ხდებოდა. დიდი ხანი არ ყოფილა ასეთი კავშირი გულშემატკივრებთან. ყველასათვის გამორჩეული მომენტები იყო.
- „ლივერპულის“ წინააღმდეგ რაზე უნდა მოახდინოთ ფოკუსირება?
- საჭიროა თამაშის ნებისმიერი ასპექტის დამუშავება და ოპონენტის გაანალიზება. ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკუთარ ძლიერ მხარეებზე და ვეცადოთ ნაკლები შეცდომის დაშვებას, რათა მეტოქემ უპირატესობას არ მოიპოვოს. მათ საკმაოდ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ წინახაზში.“
- ახლა ისეთივე ფეხბურთელი ხართ, როგორ ტრავმამდე?
- ამ სეზონში უკეთესად გამოვიყურები. პირველ რიგში სტატისტიკის კომპონენტში. ამასთანავე, ვგრძნობ ძალას, რომელიც საშუალებას მაძლევს გავუმკლავდე როგორც კარგ, ასევე ცუდ სიტუაციებს. ვცდილობ ბალანსის შენარჩუნებას.“
- ოცნებობთ პარიზში გოლის გატანაზე?
- რა თქმა უნდა. ვიმედოვნებ, რომ მექნება მოედანზე ყოფნისა და გუნდისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა. მჯერა, დიდი სარგებელის მოტანა შემიძლია.
- 25 მაი 2022
- 1 319
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.