„რეალის“ ხუთოსნები

8 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც „რეალმა“ დიდხნიანი ლოდინის პერიოდი „ლა დესიმათი“ დაასრულა.

2014 წელს, ლისაბონში გამართულ ფინალში, „ბლანკოსმა“ დრამატულ ბრძოლაში 4-1 დაამარცხა თანაქალაქელი „ატლეტიკო.“ ეს უკანასკნელები 94:48 წუთამდე იგებდნენ, თუმცა რამოსის თავური დარტყმის შემდეგ ეპიკურ ქამბექს ჩაეყარა საფუძველი. დამატებით ტაიმებში ბეილმა, მარსელომ და რონალდუმ გამოიჩინეს თავი.

საოცარი თამაშიდან 8 სეზონის თავზე, „რეალი“ კვლავ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და საგულისხმოა, რომ მიმდინარე ფორმაციაშია 8 ფეხბურთელი ისეთი, რომელთათვისაც „ბლანკოსის“ მოთამაშის რანგში მე-5 ფინალი იქნება. ესენი არიან: კარვახალი, ნაჩო, მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, ბეილი და ბენზემა.

„ლივერპულის“ დამარცხების შემთხვევაში, ჩამოთვლილი ფეხბურთელები ხენტოს უკან დაიდებენ ბინას. ამ უკანასკნელს სამეფო კლუბის რიგებიდან 6 ჩემპიონთა თასი აქვს აღმართული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (182)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)