როდრიგო:„ამ საუკუნეში „რეალს“ მსგავსი სენსაციები არ მოუხდენია“
როდრიგო გოეშის აზრით, „რეალს“ ნამდვილად სენსაციური სეზონი აქვს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებით უნდა დასრულდეს...
„ეს ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი ფინალია. ბუნებრივია, დიდი ძალისხმევით ვემზადები და მსურს, რომ მოედანზე სათამაშო წუთები მივიღო. ჩემთვის ამ დაპირისპირებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. შეგრძნებები საუკეთესოა. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ერთად ყველაზე მაღალი დონის ტურნირის ფინალში ვარ.“
„დარწმუნებული ვარ, ემოციებით სავსე კვირა გვექნება. ზოგადად სიმშვიდით გამოვირჩევი, თუმცა ახლა ნამდვილად აღელვებული გესაუბრებით.“
„მთელი სეზონის მანძილზე ვზრუნავდი გუნდის წარმატებაზე. ეს მართლაც სენსაციური სეზონი იყო, ამ საუკუნეში „ბლანკოსს“ გადამწყვეტ ეტაპებზე მსგავსი დრამები არ გაუვლია.“
„„ჩელსისთან“ დაპირისპირება არასდროს დამავიწყდება. მას შემდეგ ჩემს კარიერაში ყველაფერი ორმაგად სწრაფად წარიმართა.“
- 24 მაი 2022
- 940
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.