დავიდ ალაბა:„ყველაფერს ვიღონებთ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“
დავიდ ალაბამ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა. ავსტრიელი ფეხბურთელი მაქსიმალურად მოტივირებულია...
„ყველაფერს გავიღებთ ფინალის მოსაგებად. ბოლომდე დავიხარჯებით, ვინაიდან ვიცით, რომ წაგების უფლება არ გვაქვს. „რეალის“ ყველა ფეხბურთელმა გასულ რაუნდებში საოცრება შეძლო, დღეს კი მხოლოდ 1 მატჩის მოგება გვმართებს.“
„ბენზემა გუნდის უდავო ლიდერია, მისთვის აქ ყოფნა დიდი ბედნიერებაა და ამას კარგად ვიაზრებ. პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდი ბედნიერება იქნება.“
„ყველა ფეხბურთელი მოტივირებული და შემართულია. ჩვენ საერთო მიზანი გვამოძრაობს.“
„ბერნაბეუ ყოველთვის განსაკუთრებულია. 1/8 ფინალის, 1/4 ფინალისა და ნახევარფინალის პაექრობები საშინაო არენაზე გიჟური გამოდგა.“
„მე და მილიტაო ერთმანეთს შესანიშნავად ვუგებთ. ბრაზილიელთან შეთანაშება არ გამჭირვებია და მაშინვე მივხვდი, რომ კარგი მეწყვილე მყავს.“
„დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს „ბლანკოსის“ წარმატებაში. ფინალი უნდა მოვიგოთ და ეს გამარჯვება მათ მივუძღნათ.“
- 24 მაი 2022
- 677
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.