კროოსი: „მადრიდისტებო, თქვენი იმედი გვაქვს“
მედიისთვის ღია კარის დღის ფარგლებში, ტონი კროოსმა RealMadrid TV-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.
„ძალიან მინდა თამაში და სიმართლე გითხრათ, დიდ ზეწოლას არ ვგრძნობ. შენ ვარჯიშობ თავდაუზოგავად და ემზადები საფუძვლიანად, ვინაიდან იცი, რომ ძალიან რთული მატჩი გელოდება წინ. ნამდვილად გამიმართლა, რომ მეექსვე ფინალში მომიწევს მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ, თუ იღებ სიამოვნებას, უკეთესად შეგიძლია ბურთაობა.“
„მნიშვნელოვანია გჯეროდეს ყოველი მომენტის. საკვალიფიკაციო ეტაპის წინა 3 მატჩი მეტად რთული გამოდგა. ერთმა ქმედებად შეიძლება გარდამტეხი ცვლილება შეიტანოს შეხვედრაში და ასეც მოხდა. გვაქვს შანსი კარგი სეზონი ვაქციოთ შთამბეჭდავად. მადრიდისტებო, ვიმედოვნებ, როგორც ყოველთვის, ახლაც დაგვეხმარებით თასის დაბრუნებაში.“
- 24 მაი 2022
- 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.