ვინისიუსი:„ოცნების ახდენასთან ახლოს ვარ, ფინალი უნდა მოვიგო“
ვინისიუს ჟუნიორმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფინალზე და კარიერაზე ისაუბრა...
„ძალიან ბედნიერი ვარ ამ სეზონით და მჯერა, რომ ფინალის მოგება შეგვიძლია. საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე და ამ სეზონში ძალიან დიდი პროგრესი ვაჩვენე. პირადი შედეგები მაბედნიერებს და უფრო მოტივირებულს მხდის.“
„თანაგუნდელებისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ, მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება რამდენჯერმე შეძლეს და ზუსტად იციან, კონკრეტულ სიტუაციაში რა უნდა მოიმოქმედონ.“
„როდრიგო, კამავინგა, მილიტაო და ვალვერდე ახლა ვიწყებთ ეპოქის შექმნას, რომელიც დიდხანს გასტანს, ჩვენ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და პატივს ვცემთ კლუბის ისტორიას.“
„ეს ჩემთვის პირველი ფინალია და რა თქმა უნდა ვნერვიულობ, თუმცა მჯერა, რომ პარიზში წარმატების მიღწევა შესაძლებელი იქნება.“
- 24 მაი 2022
- 977
- 8