ბენზემა: „როდესაც „სიტისთან“ ვაგებდით, თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ...“
ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ფინალთან დაკავშირებით, კარიმ ბენზემა RealMadrid TV-ს ესაუბრა.
„„მანჩესტერ სიტისთან“ ქამბექი? როდესაც 1-1 იყო ანგარიში და მატჩის დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, შევხედე თანაგუნდელებს და ვუთხარი, რომ ჩვენ შეგვეძლო ამის გაკეთება. შემდეგ გავიტანე 2. ეს კლუბი საუკეთესოა.“
„როგორ დავამარცხოთ „ლივერპული?“ საჭიროა მათზე ერთით მეტი გოლის გატანა (იცინის).“
„ზეწოლას არ განვიცდი და შაბათს, როდესაც მოედანზე შევადგამ ფეხს, ყველაფერი დასრულდება. ჩვეული მეთოდებით ვემზადები. ვცდილობ გავერთო და ადამიანები გავამხიარულო.“
„ვინისიუსი არის ახალაგზრდა, თუმცა მოედანზე ამას ვერ ვიტყვით მასზე. ბრაზილიელი ტოპ 5 მოთამაშეში შედის. ის აკეთებს ყველაფერს და მისი შესაძლებლობები უსაზღვროა. ყოველთვის გაუმჯობესებაზე ფიქრობს.“
„მადრიდისტებო, იმედია ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ ერთად და ძალიან გვინდა თასის სახლში დაბრუნება. ჰალა მადრიდ!“
- 24 მაი 2022
- 1 875
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.