ბენზემა: „თავდაპირველად მეგონა, ეს იყო მთავარი“
კარიმ ბენზემამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და რონალდუს რეკორდამდე მხოლოდ 2 გოლი აშორებს, „უეფას“ ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა.
„ეს ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება, ვინაიდან მიმდინარე გათამაშება არ იყო ადვილი. თავდაპირველად ჩვენ დავუპირისპირდით „პსჟ“-ს, რომლებიც ფავორიტები იყვნენ. შემდეგ ვიასპარეზეთ მოქმედი გამარჯვებულის, „ჩელსის“ წინააღმდეგ, ხოლო ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ გავუწიეთ მეტოქეობა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ „რეალი“ ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ გამოვირჩევით ფსიქოლოგიური სიმტკიცით და საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით, ნებისმიერი სიტუაციაში შეგვიძლია გამოსავლის პოვნა.“
„შემადგენლობაში გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, ვინისიუსის, როდრიგოსა და მილიტაოს სახით, თუმცა მათ უკვე 70-100 შეხვედრაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. მიუხედავად ჩატარებული თამაშების რაოდენობისა, ამ კოლექტივში ახალგაზრდა ყოველთვის უსმენს ასაკოვანს. ჩვენ რჩევას ვაძლევთ და ამავდროულად, ვისმენთ მათ მოსაზრებებსაც. სწორედ ამგვარად მუშაობს გუნდი. განსხვავება მხოლოდ ასაკში, სხვა არაფერში. ერთად კარგად ვგრძნობთ თავს.“
„რეკორდები არსებობს იმისათვის, რომ მათი დამხობა შეძლონ. ჩემთვის უპირველესია გუნდისათვის დახმარების გაწევა. თუ გოლის გატანას ან ასისტის გაკეთებას მოვახერხებ, მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე ღირებულია გუნდური ინტერესები.“
„ჩემი საუკეთესო გოლი ამ სეზონში? ყველა კარგია და ნიშანდობლივი. ალბათ, გამოვყოფდი „პსჟ“-ს კარში მესამე შედეგიან დარტყმას, ან „სიტისთან“ შესრულებულ პენალტს. ამასთანავე, „ჩელსის“ კარში თავით გაშვებული დარტყმაც შესანიშნავი ეპიზოდი გამოდგა.“
„ვგონებ, თანდათან უფრო მეტი ფეხბურთელი აუმჯობესებს ასპარეზობას 30 წლის შემდეგ. თავს კარგად ვუვლი და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობ იმას, რასაც ვაკეთებ. ვისვენებ იმდენს, რამდენიც შემიძლია, ვმუშაობ თავდაუზოგავად და ამ ყველაფერში გამოცდილება მეხმარება. ამის დამსახურებით დღეს-დღეობით შესანიშნავი გრძნობა მეუფლება, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ასპექტებში.“
„19-20 წლის ასაკში შეპყრობილი ვიყავი ფეხბურთით, მოედანზე ყოფნით. შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ აანალიზებ, რომ ეს ყველაფერი არ არის და ირგვლივ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია: სწორი კვება, სწორი ძილი, საკმარისი დასვენება, მუშაობა სატრენაჟორო დარბაზში და ა.შ. ადრე ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევდი და ფეხბურთი მხოლოდ მწვანე მინდორზე გასვლა მეგონა.“
„როდესაც კარიერას დავასრულებ შემდეგ შევხედავ, შევქმენი თუ არა ისტორია „რეალში.“ ნებისმიერი მატჩი ნიშანდობლივია ჩემთვის. ყოველ ჯერზე ვცდილობ რაღაც ახალი მოვიფიქრო და გულშემატკივრებისათვის საინტერესო გავხადო თამაში. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტიტულის მოგება. რაც შეეხება კარგად მომზადებულნი უნდა შევხდეთ ფინალს, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ.“
- 24 მაი 2022
- 1 252
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.