სტადიონი, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, 23:00 საათზე (თბილისის დროით) აიღებს სტარტს.
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო და გადამწყვეტ დაპირისპირებას, „სტეიტ დე ფრანს, სენტ დენისი“ უმასპინძლებს. აღნიშნული არენა 1988 წელს აშენდა და მისი მასპინძელია საფრანგეთის ეროვნული ნაკრები. სტადიონს 81,338 მაყურებლის მიღება შეუძლია, თუმცა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინები, მხოლოდ 75,000 ადგილია აქტიურია.
„უეფას“ გადაწყვეტილებით, მომავალი მატჩისათვის ბილეთების გადანაწილება შემდეგნაირად მოხდა: 20 ათასი „რეალს,“ 20 ათასი „ლივერპულს,“ 12 ათასი გასაყიდად და 23 ათასი თავად ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ისტორიის განმავლობაში „სტეიტ დე ფრანსზე“ მეექვსედ გაიმართება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური შერკინება.
1956 წ. „რეალი“ 4-3 „რეიმსი.“
1975 წ. „ბაიერნი“ 2-0 „ლიდსი“
1981 წ. „ლივერპული“ 1-0 „რეალი“
2000 წ. „რეალი“ 3-0 „ვალენსია“
2006 წ. „ბარსელონა“ 2-1 „არსენალი“
თავდაპირველად, აღნიშნული ფინალის ჩატარება სანქტ-პეტერბურგში იყო ჩანიშნული, თუმცა სანქციების გამო (რაც ოკუპანტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მოჰყვა), „უეფამ“ საფრანგეთის დედაქალაქში გადაიტანა.
- 24 მაი 2022
- 1 059
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.