„რეალი“ კიდევ ერთი მცველის დამატებას აპირებს?
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, „რეალი“ ოფიციალურად განაცხადებს ანტონიო რუდიგერის დამატების შესახებ.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელები კიდევ 1 ცენტრალური მცველის დამატებას აპირებენ. ამჯერად, კლუბის ობიექტივში „ლესტერის“ ფეხბურთელი, ჩაგლარ სოიონჩუ მოექცა. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონის 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც ჩაიწერა აქტივში.
26 წლის მოთამაშისადმი მადრიდელების ინტერესს თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც ადასტურებს. არსებული მომენტისათვის, ჩაგლარის სატრანსფერო ფასი 40 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს.
მისი გადაბირება არა ერთ ინგლისურ თუ ევროპულ გრანდს სურს.
- 24 მაი 2022
- 1 080
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.