როდის გაემგზავრება „რეალი“ საფრანგეთში?
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
„მარკას“ ცნობით, გუნდი, ფლორენტინო პერესის მეთაურობით, ხუთშაბათს (26 მაისს) აიღებს გეზს საფრანგეთის დედაქალაქისაკენ. როგორც უკვე იცით, მადრიდელები პარიზთან ახლოს, ქალაქ შანტიიში, მდიდრულ სასტუმროში Auberge du Jeu de Palme-ში დაბანაკდებიან. კლუბის განაკრგულებაში იქნება 92 ნომერი, 2 რესტორანი, სხვადასხვა სახის ლაუნჯი, სპა ცენტრი და კიდევ არა ერთი საშუალება დიდებული გარემოს შექმნისათვის.
ანჩელოტის სურვილია „ლივერპულთან“ მატჩამდე სრული თავისუფლება მისცეს შეგირდებს, რათა მათ შეძლონ მაქსიმალური კონცენტრაციის მოხდენა ესოდენ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ამიტომაც, იტალიელ დამრიგებელს 28 მაისამდე არაფერი აქვს დაგეგმილი ვარჯიშების გარდა.
„თეთრები“ თამაშის წინა სესიას პარასკევს დილით გამართავენ. მედიის წარმომადგენლებს მასზე დასწრების უფლება არ ექნებათ.
„რეალი“ ასევე უზრუნველყოფს პარიზში ფეხბურთელების ოჯახის წევრების (დაახლოებით 300-მდე ადამიანი) ტრანსპორირებას.
- 24 მაი 2022
- 755
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.