მბაპე:„გადაწყვეტილება ფულის გამო არ მიმიღია“

კილიან მბაპემ „მარკასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბევრ საინტერესო საკითხს გაუსვა ხაზი...

„მართლაც ფილმის ნაწილი მეგონა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტიც კი დამირეკავდა. დიახ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, სხვების რჩევები კი ნამდვილად სასიკეთო იყო. დიახ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოში დავრჩი. „პსჟ“-ს პროექტის ნაწილი ვიქნები და მჯერა, რომ წარმატებას ერთად მივაღწევთ.“

„თუ გინდა იყო დიდი ფეხბურთელი, მხოლოდ შენს გუნდზე უნდა იფიქრო და არა სხვა რამეზე. ახლა ჩემი ყურადღება მხოლოდ პარიზული გრანდის წარმატებაზეა მომართული. 1+1 ფორმატი? ეს შესაძლოა ესპანეთში ხდება, მაგრამ საფრანგეთში მსგავსი ხელშეკრულებები არ ფორმდება.“

„„ლივერპული“? დიახ, ამ კლუბიდან ინტერესი მოდიოდა. დედას ძალიან უყვარს ეს გუნდი და წითელი ფერი. რატომ? არ ვიცი, მას კითხეთ. საბოლოო ჯამში არჩევანი მადრიდის „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის გავაკეთე. დიახ, გულწრფელად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ შარშან „რეალში“ გადასვლა ძალიან მსურდა და გადაწყვეტილიც მქონდა, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმება ვერ შედგა და მეც პარიზში დავრჩი.“

„სამეფო კლუბს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და ქომაგებს მადლობას ვუხდი, მე მათგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რაც არასდროს დამავიწყდება. „ბლანკოსი“ ყოველთვის იქნება ჩემი ფავორიტი კლუბი და ყოველთვის გამიხარდება მადრიდელთა წარმატება.“

„არის თუ არა ჩემი ოცნება „რეალში“ თამაში? ვფიქრობ, ეს რომ ვთქვა „პსჟ“-ს უპატივცემულობა გამოვა, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.“

„ახლა 3 წლიანი ხელშეკრულება მაქვს, არ ვიცი რა მოხდება მომავალში და მოვირგებ თუ არა სამეფო კლუბის მაისურს.“

„ალბათ ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სუპერვარსკვლავი ვარ და სხვანაირი ცხოვრება მაქვს, თუმცა ჩემი ნიჭი მხოლოდ მოედანზე რჩება, სხვა შემთხვევაში არაფრით ვარ განსხვავებული. მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა.“

„დიახ, მე ვიყავი მადრიდში, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის, არამედ აშრაფ ჰაკიმის თხოვნით. მაროკოელმა ესპანეთის დედაქალაქში ვიზიტი და დასვენება მთხოვა, მეც მისი თხოვნა შევასრულე, სხვა არაფერი. ბილეთში ჩემი სახელი და გვარიც კი არ იყო დაფიქსირებული, რათა აჟიოტაჟისგან აგვერიდებინა თავი.“

„ცოტა მოწყენილი ვარ, როდესაც მხოლოდ ფულზე საუბრობენ. არაერთხელ დამიმტკიცებია, რომ ჩემთვის მთავარი ფეხბურთია, ბევრი ტიტული, პროგრესი და კარიერული განვითარება. ჩემი ფული, ჩემი ფეხბურთია. შესაძლოა ჩემმა მშობლებმა და იურისტებმა თანხებზე ისაუბრეს როგორც „რეალთან“, ასევე „პსჟ“-სთან, მაგრამ მე ამაზე არასდროს მილაპარაკია და არც ვაპირებ. “

„ჩემი მიზანია ყველას ვაჩვენო, რომ საუკეთესო ფეხბურთის თამაში შემიძლია, ამას პარიზში აუცილებლად დავამტკიცებ.“

„უკვე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი და მჯერა, რომ ამას წელს კიდევ მოვახერხებ, თუმცა ახლა მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს. არის თუ არა ეს აკვიატება? ეს დიდი მიზანი და ოცნებაა, რომელიც აუცილებლად უნდა ავისრულო.“

„ძალიან კარგად მესმის „რეალის“ ფეხბურთელების „სთორების“ შინაარსი, მაგრამ ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს. როდესაც ნაკრებში წავალ ბენზემას დეტალურად ავუხსნი, რატომ მივიღე მსგავსი გადაწყვეტილება.“

„იმისთვის, რომ იყო საუკეთესო, უნდა დაწერო ისტორია, მოიგო როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური ტიტულები და გაახარო ხალხი. ეს არ არის მხოლოდ გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, ეს რაღაც გლობალუირია, რაც საზოგადოებაში დიდ ემოციებს იწვევს.“

  • Hala
  • 24 მაი 2022
  • 5 673
  • 7

1

24 მაი 2022 09:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
საუბრის შინაარსიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს ამის მომავალი რა.

ფაქტია ტიპს რეალში უნდოდა

2

24 მაი 2022 10:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ტვინით ზანგი ხარ, და ვერასოდეს ვერაფერს ეღირსები იმედია აგლეწავენ ისე რო ფეხბურთიც არ ითამაშო შე ნაბიჭვარო, მატერაციზე მეტად ვინმე თუ შემეზიზღებოდა არ მეგონა საზიზღარია ტიპი, შე ნაბიჭვარო გაითამაშე სპეციალურად 23 წლის ვირს რომელიც მილიონერია რა დედიკო მამიკო აგიტყდა შე ჩემისა , ფულის გამო გააკეთე აბა რის გამო გააკეთე , არავინ არაა ვალდებული სადმე გადავიდეს მაგრამ როცა გუნდს აიმედებ ამხელა გუნდს და აკარგვინებ სხვა შანსებს იმის გამო რო შენ ფულის ტომრები გქონდეს "დაიცავით ცენზურა!" ხარ აბა რა ხარ, რა უნდა დაამტკიცო, 5 წელია მანდ ლპები და ავერაფერი დაამტკიცე აწი რას დაამტკიცებ, აი ნახათ როგორ შეძულდება ეს ფეხბურთელებსაც მესიც აახვევს აქედან , ნეიმარი ისედაც წყალწაღებულია და ეს ტვინით ზანგი კიდე რისი მომგებია მარტო, დარწმუნებული ვარ რო ჰალანდი გააქრობს ამას აი ზუსტად ვიცი ჯერ სიტი რო ამათ შეხვდეთ სახის კანს ააცლიან

3

24 მაი 2022 10:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მშობლებმა გადაუწყვიტეს.. იმ იდეით რომ რეალი უარს არ იტყვის მბაპეზე 2025შიც.

4

24 მაი 2022 10:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Royal_White
მშობლებმა გადაუწყვიტეს.. იმ იდეით რომ რეალი უარს არ იტყვის მბაპეზე 2025შიც.

რეალი მაგას აღარ იყიდის ძმა ჯერ მარტო იმხელა აგრესია წამოვა გუულშემატკივრებისგან და იმდენ შეურაწყოფებს მიაყენებენ თვითონაც არ ექნება სურვილი, და საერთოდ მგონია რო ეს პსჟ დან არსად არ წავა არასოდეს, შანსი არაა არ იმოქმედოს მის კარიერაზე იმ უფლებებმა რაც მიანიჭეს

5

24 მაი 2022 12:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 551
მარტო იმიტომ რომ დედამისს უნდოდა მზად იყო ლივერპულში გადასასვლელად. მესმის მშობელი მითუმეტეს დედა მარა შენ რა გინდა იმაზე ხომ უნდა იფიქრო შენი მომავლისთვის.

6

24 მაი 2022 16:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამან რაც გააკეთა გასაგებია მაგრამ ეს ამბავი რომ ესე დამთავრდა პერესის ბრალიცაა, წავიდა ის დრო პერესს რომ მიყავდა პარადი ტრანსფერების დროს, მართლა სულ მიკვირდა ამ დონის ფეხბურთელს უფასოდ როგირ უშვებენთქო, საფრანგეთის პრეზიდენტიც ჩარიეს ტრანსფერში და ეს ბებერი მელა იჯდა ვითომ არაფერი, დაუძველდა პერესს მეთოდები უნდა ეაქტიურა მაგრამ ვერ გადააბიჯა თავის ეგოს, ასე რომ მარტო მბაპეს ნუ დებთ ბრალს.

7

24 მაი 2022 23:19

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წადი შენი დედაც მ.ვტყან

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)