სუარესი: „როდესაც ბენზემას გოლი ვნახე „ჩელსისთან...““
ლუის სუარესმა Cadena SER-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „რეალსა“ და კარიმ ბენზემაზეც ისაუბრა.
„ჩემპიონთა ლიგის ფინალი? მე „ბარსასა“ და „ლივერპულის“ გულშემატკივარი ვარ, კლუბების, სადაც წლების განმავლობაში ვასპარეზობდი. რა თქმა უნდა, ინგლისელების გამარჯვებას ვამჯობინებ, მაგრამ როგორც ფეხბურთის ქომაგი, „რეალის“ ტრიუმფშიც ვერ ვხედავ პრობლემას.“
„როდესაც „ჩელსისთან“ ბენზემა პირველი გოლი ვნახე, ტახტიდან წამოვხტი და ტაში დავუკარი ფრანგს. მიმდინარე სეზონის მიხედვით მას ეკუთვნის „ოქროს ბურთი,“ მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მესი იქნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამასთანავე, ლევანდოვსკისა და სალაჰსაც დიდებული წელი ჰქონდათ.“
- 24 მაი 2022
- 6 958
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.