ალ-ხელაიფი: „მბაპესთვის ფული არ არის მთავარი“
„პსჟ“-ს პრეზიდენტის ნასირ ალ-ხელაიფის კომენტარი კილიან მბაპესთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
„კილიანისთვის მთავარი იყო სპორტული პროექტი და არა ფული. „რეალს“ ჩვენზე მეტი ხელფასის გადახდა შეეძლო მბაპესთვის, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.“
„ხავიერ ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტია) შეშინებულია იმ ფაქტით, რომ ლიგა 1 პრიმერა დივიზიონს უსწრებს. ესპანეთის ჩემპიონატი ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.“
„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნება მოვახერხეთ.“
- 23 მაი 2022
- 7 102
- 15