ვალდანო:"ჩვენ გუტის მადლობა უნდა გადავუხადოთ"
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხოსე მარია გუტიერესმა, რომელმაც გვამცნო თავისი გადაწყვეტილება კლუბის დატოვების შესახებ,"ჭეშმარიტი მადრიდისტაა" და დაამატა, რომ კლუბმა ფეხბურთელთან "მეგობრულ შეთანხმებას" მიაღწია...
"მიდის ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს ყველაფერი მისცა. ის არის ჭეშმარიტი მადრიდისტა, მან თავისი საუკეთესო წლები "რეალში" გაატარა. გუტი თავაწეული მიდის",-განაცხადა ვალდანომ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა. გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა,რომ გუტიმ და კლუბმა "მეგობრულ შეთანხმებას" მიაღწიეს. "კლუბი მოქმედებდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ეს სევდიანი დღეა ყველა ჩვენთაგანისათვის იმიტომ, რომ მიდის ჩვენი კლუბის მოთამაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ დღეს ღიმილი დავივიწყოთ".
"ჩვენ აღელვებულნი ვართ იმიტომ, რომ მიდის დიდი ადამიანი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა "რეალში" და რომელთანაც სასიამოვნო იყო ურთიერთობა. ყოველთვის როცა ჩვენ გავიხსენებთ გუტის, ჩვენ ამას ღიმილით გავაკეთებთ,"-განაცხადა ხორხემ. ვალდანომ ასევე კომენტარი გააკეთა რაულთან დაკავშირებით. მან დაადასტურა, რომ რაულის მომავლის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გახდება ცნობილი. "რაული თავის გადაწყვეტილებას სამშაბათს გვამცნობებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ კაპიტნის სამკლავური საიმედო ხელშია".
წყარო: Marca.com
- 25 ივლისი 2010
- 1 677
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.