გვარდიოლა: „„რეალისგან“ რჩევა ვითხოვე“
პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ მეტად დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა ჩემპიონობა. გვარდიოლას შეგირდები საშინაო არენაზე ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ „ასტონ ვილასთან,“ თუმცა 5 წუთის მონაკვეთში შეძლეს 3 გოლის გატანა და ოქროს მედლების დაბევება.
„მე დავრეკე „რეალში,“ სადაც კარგი რჩევები მომცეს. როგორც მათ, ასევე ჩვენს დღევანდელ ქამბექს ახსნა არ აქვს. ეს იმპულსია“ - დასძინა ნამატჩევს პეპმა.
„ზოგჯერ მეტად სასიამოვნოა მოვლენების ასეთი განვითარება. დამრჩა გრძნობა, რომ ეს ყველაფერი შემდეგი სეზონისათვის უფრო ძლიერს გაგვხდის“ - დაამატა ესპანელმა.
- 23 მაი 2022
- 5 207
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.