„ლივერპულს“ ფინალში ლიდერი დააკლდება
პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მეტად დაძაბული გამოდგა. ოქროს მედლები კი მანჩესტერელებს ერგოთ.
„ენფილდზე“ გამართულ შეხვედრაში, სადაც „ლივერპულმა“ 3-1 დაამარცხა მეტოქე, გერმანელ თავკაცს მორიგი თავსატეხი გაუჩნდა. თამაშის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო ტიაგო ალკანტარამ, რომლის ნაცვლადაც 46-ე წუთიდან მილნერი ჩაერთო საქმეში.
როგორც ნამატჩევს კლოპმა დასძინა, ესპანელი ნახევარმცველის მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათუოა.
აღსანიშნავია, რომ მწყობრში დაბრუნდნენ სალაჰი და ვან დაიკი. ეგვიპტელმა მეორე ტაიმში იასპარეზა და გოლიც გაიტანა, ხოლო ჰოლანდიელი მცველი სათადარიგოდან ადევნებდა თვალს თანაგუნდელების ბურთაობას. რაც შეეხება ფაბინიოს, ეს უკანასკნელი კვლავ არ შეუყვანიათ მატჩის განაცხადში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „რეალთან“ მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
- 23 მაი 2022
- 1 874
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.