გუტი ისტორიის ნაწილია
ზუსტად 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გუტის დებიუტი შედგა სევილიას წინააღმდეგ, ის მატჩი 2 დეკემბერს გაიმართება, დედაქალაქელებმა სევილიელებს 4-1 სძლიეს. სწორედ იმ დროს დაიწყო ერნანდესის ვარსკვლავური კარიერა, რომელმაც 15 წელს გასტანა. ესპანელმა ფეხბურთელმა "ბლანკოსის" რიგებში 542 მატჩის ჩატარება შეძლო, იგი რეიტინგის მიხედვით მერვე ადგილზეა.
ამ ხნის მანძილზე ნახევარმცველმა 77 გოლი გაიტანა, ამ გოლებიდან რამდენიმე მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლდათ, ერთ-ერთია ინტერკონტინენტალის თასის ფინალში დალაშქრული კარი, ასევე გასახსნებელია გოლი ფეინოორდის კარში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამეფო კლუბისთვის. ამ ყველაფერთან ერთად გუტის ჰქონდა გადაცემების გაკეთების იდეალური თვისება, იგი გამოირჩეოდა მოედნის უბრწყინვალესი ხედვითა და ფლობით, მისნაირი ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან, რად ღირს იმის გახსენება თუ რა ქნა მან წინა სეზონში, როდესაც ბენზემას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ქუსლით ლა კორუნიის დეპორტივოს წინააღმდეგ, ის მატჩი რიასორზე გაიმართა და სამეფო კლუბმა 19 წლიანი ნავსი გატეხა და ზემოთხსენებულ სტადიონზე გამარჯვებას მიაღწია.
როგორც ჩვენ ეს ზემოთ აღვნიშნეთ ამ ფეხბურთელის დებიუტი ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ შედგა. გუტი ამ გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის წარმატებით თამაშობდა. გუტის ამ გუნდის კარში 2 გოლი აქვს გატანილი ჯერ 1999/2000 წლის სეზონში ხოლო შემდეგ 2005/2006. მას ასევე სევილიის წინააღმდეგ სამი საგოლე პასი აქვს გაკეთებული. აქედან ერთ-ერთია შესანიშნავი პასი ზიდანის მიმართულებით, შეგახსნებეთ ფრანგმა იმ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა. დანარჩენი ორი საგოლე პასი კი იყო ბრაზილიელი რობინიოსა და ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროის მიმართულებით, ამ ფეხბურთელებმა გუტის გარჯა დაუფასეს და მოწინააღმდეგე სევილიის კარი დალაშქრეს.
ერნანდესი ასევე მე-5000 გოლის ავტორია, სამეfო კლუბს 4999 გოლი ჰქონდა გატანილი, როდესაც სწორედ ესპანელმა ფეხბურთელმა დაამრგვალა ეს ციფრი. ეს მატჩი იყო ნუმანსიათან სადაც მადრიდელებმა არც ისე დამაჯერებლად ითამაშეს, მაგრამ გამარჯვებას მაინც მიაღწიეს საბოლოო ჯამში ანგარიშით 4:3. იმ მატჩში გუტის, ასისტენტად რუუდ ვან ნისტელროი მიევლნა, შემდეგ კი იყო ულამაზესი დარტყმა და შესანიშნავი გოლი.
გუტიმ ასევე დაამრგვალა 499 გოლი ევროთასებზე, სამეფო კლუბს სწორედ 499 გოლი ჰქონდა გატანილი, როდესაც ნახევარმცველმა შესანიშნავი დარტყმა განახორციელა ფიგუს გადაცემის შემდეგ და მეხუთასე გოლიც გამოცხვა, ეს იყო მეხუთასე გოლი ყურადღებას ვამახვილებ "ევროთასებზე."
სტატისტიკოსებისათვის! გუტის დარტყმა ზუსტად 45 წლის 1 თვისა და 17 წლის შემდეგ შესრულდა, მას მერე, რაც "ბლანკოსმა" პირველი გოლის გატანა მოახერხა ევროთასებზე.
- 25 ივლისი 2010
- 2 270
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.