ანჩელოტი რიჩარლისონს ისევ დაუბრუნდა
იმ შემთხვევაში, თუ მარიანო დიასი და ლუკა იოვიჩი სამეფო კლუბის რიგებს დატოვებენ, კლუბში ერთი ფორვარდის დამატების საჭიროება აუცილებლად დადგება...
ბრიტანული გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის ფავორიტი კვლავს რიჩარლისონია, რომელიც „ევერტონში“ გამოდის და იტალიელი სპეციალისტის დიდი პატივისცემიტ სარგებლობს.
კარლიტოს აზრით, 25 წლის თავდამსხმელი ლა ლიგას იდეალურად მოერგება და ფლანგიდანაც შეძლებს შეტევის ხაზის გამაგრებას.
რიჩარლისონის ფასი დღესდღეობიტ 50 მილიონ ევროს აღწევს.
მიმდინარე სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 10 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
რიჩარლისონს „ევერტონთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.
- 22 მაი 2022
- 1 055
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.