კროოსი:„„ლივერპული“ ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე 2018 წლის ფინალში“
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან კარიმ ბენზემასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა...
„კრიშტიანო რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ ბენზემას როლი შეიცვალა და ის უფრო გოლების გატანაზე ორიენტირებული ფორვარდი გახდა, თუმცა ფრანგი სხვებს არასდროს უშლის თავის გამოჩენას, რაც მის საგოლე გადაცემებზეც აისახება. ის ნამდვილად უნიკალური ფეხბურთელია. ერთად 8 წელია ვთამაშობთ და ზუსტად ვიცი რა შეუძლია.“
„ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ „რეალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი ტონი რუდიგერის ტრანსფერს გამოაცხადებს, ის საოცარი მცველია.“
„არსებობენ გუნდები, რომლებიც ჩვენსავით ვერ ახერხებენ „ქამბექებს“, ეს მართლაც მხოლოდ „რეალს“ შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში დიდი ბრძოლის შედეგად გავედით.“
„„ლივერპული“ 2018 წლის ფინალში სოლიდური გუნდი იყო, თუმცა მას შემდეგ კლოპის კოლექტივში კიდევ უფრო დიდი პროგრესი გამოჩნდა, რაც პირველ რიგში გუნდურობასა და მეკარის ასპექტში შეიძლება ითქვას.“
- 22 მაი 2022
- 952
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.