მთელი ყურადღება პარიზისკენ
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 1 კვირა რჩება, თუმცა პარიზი უკვე მოვლენათა ეპიცენტრია.
დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საფრანგეთში ლიგა-1ის ბოლო ტურის მატჩები აიღებს სტარტს. „პსჟ“ საკუთარ მოედანზე „მეცს“ უმასპინძლებს, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი, „ლურჯები“ ჩემპიონობის აღნიშვნას შეუდგებიან. მათ ფედერაციისაგან კუთვნილი თასი გადაეცემათ და გულშემატკივრებთან ერთად საზეიმო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
კლუბის ცნობით, სხვადასხვა მიღწევების გამო 3 მოთამაშის დაჯილდოვება მოხდება. მბაპე (როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და მეპასე), ვერატი (როგორც ტურნირის მერვედ მომგები) და მარკინიოსი (როგორც კაპიტანი) გარკვეული რიგითობის მიხედვით ავლენ სპეციალურ სცენაზე პრიზებისათვის. სავარაუდოდ, მათ მადლობის გადახდის საშუალება მიკროფონის მეშვეობით ექნებათ და რამდენიმე გამოცემების ცნობით, ახალგაზრდა შემტევმა შესაძლებელია სწორედ ეს მომენტი გამოიყენოს მომავალზე სასაუბროდ და განცხადების გასაკეთებლად.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ავტორიტეტული გაზეთი L'ÉQUIPE, სადაც პირველ ჩვენებაზე აკეთებენ აქცენტს, რომლის მიხედვითაც, მბაპე, კვირას, ტელევიზიის ეთერით გაახმოვანებს გადაწყვეტილებას.
- 21 მაი 2022
- 1 520
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.