„რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობა დაასრულა

ლა ლიგის 38-ე ტურში ანჩელოტის შეგირდებმა „ბეტისს“ უმასპინძლეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა. შედეგად, 2021/2022 წლების სეზონი „რეალისათვის“ ოფიციალურად დასრულებულია.

მადრიდელებისათვის განვლილი ტურნირი მეტად წარმატებული გამოდგა. ისინი 38-დან 37 დღის განმავლობაში (მხოლოდ მე-2 ტურის გამოკლებით) ლიდერობდნენ სატურნირო ცხრილს და დამსახურებულად მოიპოვეს ოქროს მედლები.

საერთო ჯამში „რეალმა“ 86 ქულის მოგროვება მოახერხა. მათ გაიტანეს 80 და გაუშვეს 31 გოლი. აღსანიშნავია, რომ შედეგიანობის (საუბარი მეტოქის კარის აღებაზე) თვალსაზრისით, კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, „ბლანკოსმა“ საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი კი კარიმ ბენზემა გახდა (27 გოლი).

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)