„ბერნაბეუ“ მარსელოსა და ისკოს დაემშვიდობა, ბეილი არავის ახსოვს
პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურის დაპირისპირება მეტად ემოციური გამოდგა „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ მარსელოსა და ისკოს 30 ივნისს ეწურებათ მოქმედი კონტრაქტები, „ბეტისთან“ გამართული პაექრობა მათთვის ბოლო იყო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბლანკოსის“ მოთამაშის რანგში.
ბრაზილიელიცა და ესპანელიც შეხვედრის მიმდინარეობაში 70-ე წუთზე ჩაერთვნენ, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრებში დიდი ემოციები გამოიწვია. ისინი მხურვალე აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ მოთამაშეებს, რომლებსაც განვლილი პერიოდის განმავლობაში ლომის წვლილი აქვთ შეტანილი გუნდის წარმატებაში.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მარსელო მოედნის ცენტრში, თანაგუნდელების გარემოცვაში აღმოჩნდა. მან მადლობა გადაუხადა როგორც მეგობრებს, ასევე შეკრებილ ქომაგებს მხარდაჭერისათვის.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ყოფილ „ჩამარტინზე“ არავის გახსენებია გარეთ ბეილი. ეს უკანასკნელიც რამდენიმე კვირაში ოფიციალურად დატოვებს მადრიდს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უელსელი ანჩელოტის მიერ შედგენილ თამაშის განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ მას არც საფეხბურთო არენაზე მისვლით შეუწუხებია თავი. შესაბამისად, როგორც ივარაუდებოდა, ერთ დროს „რეალის“ მოკაშკაშე ვარსკვლავი უკანა კარის საშუალებით ტოვებს დედაქალაურ გრანდს...
- 21 მაი 2022
- 1 640
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.