ნამდვილი "მადრიდისტა"
თუ ვინმეს "მადრიდისტა" უნდა ვუწოდოთ, ეს არის ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი, რომელმაც 24 წლის მანძილზე ითამაშა მადრიდის რეალის გუნდში. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 9 წლის ასაკში მადრიდის აკადემიაში შევიდა, ამის შემდეგ კი იგი ეტაპობრივად ვითარდებოდა და "ბლანკოსის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც რეალის ყველა მწვრთნელს მოაწონა თავი, იყო თავდაჯერებული და ბოლომდე ცდილობდა მთავარ გუნდში მოხვედრას, საბოლოო ჯამში მან მიზანს მიაღწია.
გუტი არ თამაშობდა ფორვარდად, მაგრამ მან სეზონში 30 გოლის გატანა შეძლო, იგი მართლაც გამოირჩეოდა უდიდესი ტალანტითა და ნიჭიერებით. 1995/1996 წლების სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელი რეალ მადრიდ კასტილიაში გადავიდა, შემდეგ კი იგი ხორხე ვალდანომ შენიშნა, რომელიც სამეფო კლუბს წვრთნიდა. დადგა 2 დეკემბერი, როდესაც გუტის გზა გაეხსნა სამეფო კლუბის დიდი გუნდისკენ. ვალდანომ იგი სევილიასთან გამოიძახა, ის მატჩი რეალის ფეხბურთელებმა მოიგეს, ანგარიშით 4-1.
ეს ფეხბურთელი არასდროს ითვლებოდა ძირითადი ფეხბურთელის მოთამაშედ, მაგრამ ყოველთვის იბრძოდა შემადგენლობაში ადგილი დასამკვიდრებლად. შემდეგ კი მოვიდა ვისენტე დელ ბოსკე, რომელმაც შეძლო გუნდისთვის ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება, სწორედ ამ სპეციალისტის ხელში გუტიმ ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა, იგი ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და ყველას აოცებდა საკუთარი შესანიშნავი თამაშით. ულვაშაც მას ენდებოდა და ძალიან კარგ შედეგსაც იღებდა, ნახევარმცველი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და უდიდეს სიხარულს ჰგვრიდა მადრიდულ პუბლიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ერნანდესი შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაინც ვერ იღებდა რეგულაურად მონაწილეობას მატჩებში, მაგრამ დაიმტვრა ფერნანდო მორიენტესი, ვისენტე დელ ბოსკემ კი მაშინვე გამოუცხადა ნდობა ესპანელ ფეხბურთელს, გუტიმაც არ დააყოვნა და უამრავი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მან ყველას დაუმტკიცა თუ რას წარმოდაგენდა და რამხელა სარგებლის მოტანა შეეძლო "თეთრებისთვის". იმ სეზონში ფეხბურთელმა 14 გოლის გატანა მოახერხა და უდიდეს წარმატებებს მიაღწია.
გუტი ასევე გამოირჩეოდა უნივერსალობით, მას გარემარბობაც შეეძლო, გამთამაშებლობაც, ფორვარდების უკან თამაშიც, თავდამსხმელობაც და აბსოლიტურად ყველა შეტევითი ფუნქიის შეთავსება შეეძლო, რაც მწვრთნელებს ძალიან აკვირვებდათ, იგი ამ მხრივ ძალიან სარგებლიანი ფეხბურთელი იყო.
უკვე 15 წელი მიილია იმის შემდეგ, რაც მისი დებიუტი შედგა სევილიის წინააღმდეგ. ესპანელმა ფეხბურთელმა მთელ მადრიდულ პუბლიკას შეაყვარა თავი საკუთარი შესანიშნავი თამაშითა და გონებრივი გადაცემებით. გუტი იყო მადრიდის რეალი ვიცე კაპიტანი, მან ჩაატარა 542 მატჩი და გაიტანა 77 გოლი, ამით მართლაც ყველაფერი ნათქვამია, იგი გენიალური ფეხბურთელია.
- 25 ივლისი 2010
- 2 601
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.