ტიტულების კოლექციონერი "ლეგენდა"
მოგეხსენებათ სამეფო კლუბის ყოფილი ფეხბურთელი გუტი ერნანდესი, 15 წლის მანძილზე გამოდიოდა მადრიდის რეალში და ამ ხნის განმავლობაში მან ხუთჯერ მოიგო პრიმერა ოთხჯერ ესპანეთის სუპერ თასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ უეფას სუპერ თასი და ორჯერ ინტერკონტინენტინენტალის თასი...
უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, რეალის მაისურით 542 მატჩის ჩატარება და 77 გოლის გატანა მოახერხა, რაც ნამდვილად უდიდესი შედეგია. 2000/2001 წლების სეზონში იგი საუკეთესოდაც აღიარეს, ამ დროს "ბლანკოსის" მთავარი თავკაცი ლეგენდარული ვისენტე დელ ბოსკე გახლდათ. იმ სეზონში გუტიმ 32 მატჩი ითამაშა და 14 გოლის გატანა შეძლო.
გუნდში დიდი როლის მიუხედავად, ესპანელმა ფეხბურთელმა ვერცერთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება, თუმცა იგი სათადარიგოზე იჯდა და ფინალურ ეპაპზე გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან ასევე გამოტოვა 2008 და 2010 წლის მუნდიალები, რომელიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
ახლა კი გთავაზობთ ტიტულებს წლების მიხედვით.
5 ესპანეთის ჩემპიონატი (1996/97, 2000/01, 2002/03, 2006/07, 2007/08)
4 ესპანეთის სუპერ თასი (1997, 2001, 2003, 2008)
3 ჩემპიონთა ლიგა (1997/98, 1999/00, 2001/02)
1 უეფას სუპერ თასი (2002)
2 ინტერკონტინენტალის თასი (1998, 2002)
1 U-21 ევროპის ჩემპიონი ნაკრებთან ერთად(1998)
1 U-18 ევროპის ჩემპიონი ნაკრებთან ერთად (1995)
- 25 ივლისი 2010
- 2 603
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.