„რეალი“ ორმაგი დუბლის ზღვარზე
მიმდნარე სეზონის დაწყების წინ, მადრიდის „რეალში“ ყველა მიმართულებით კრიზისს წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ფლორენტინოს პერესის კლუბმა კიდევ ერთხელ ცხადყო მისი სიდიადე.
ზაფხულამდე ცოტა ხნით ადრე, „რეალი“ ძალიან ახლოს არის ორმაგ დუბლთან. საფეხბურთო და საკალათბურთო კოლექტივები ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირების, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის, ფინალში იასპარეზებენ. თუ ორივე შემადგენლობამ მოახერხა წარმატების მიღწევა, „თეთრების“ 120 წლიან ისტორიაში მეორე შემტხვება იქნება, როდესაც ისინი ერთსა და იმავე სეზონში მოიპოვებენ ბებერი კონტინენტის ჩემპიონის სტატუსს. პირველად, ესოდენ დიდებული მიღწევა 2018 წელს დაფიქსირდა. ზიდანის შეგირდებმა კიევში, „ლივერპული“ დაამარცხეს 3-1, ხოლო ლასოს დარიგებულებმა, ბელგრადში, „ფენერბახჩეს“ სძლიეს 85-80.
ამჯერად, კალათბურთელები „ეფესს“ დაუპირისპირებიან. აღნიშნული მატჩი 21 მაისს, ბელგრადში გაიმართება.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათი მოწინააღმდეგე კვლავ „ლივერპული“ იქნება. ფინალურ ჯახს კი 28 მაისს პარიზი უმასპინძლებს.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მაისის ბოლოს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მუზეუმში ჩემპიონთა ლიგის მე-14 და ევროლიგის მე-11 თასები დაიდებენ ბინას.
Hasta el final, Vamos Real!
#Aporla14
#Aporla11
- 20 მაი 2022
- 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.