ბენზემა რონალდუსთან ერთად
დღეს, სამეფო კლუბის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
კარიმ ბენზემას უკვე განაღდებული აქვს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება. ფრანგი თავდამსხმელი 27 გოლს მოითვლის და 9-ით უსწრებს იაგო ასპასს, ხოლო ათ-ათით ვინისიუსსა და რაულ დე ტომასს. „ცხრიანი“ კარიერაში პირველად გახდება ლა ლიგის „პიჩიჩი“ და 6 წლიანი პაუზის შემდეგ, აღნიშნულ ინდივიდუალურ ჯილდოს მადრიდში დააბრუნებს (უკანასკნელად „თეთრების“ რიგებიდან რონალდუ დაეუფლა აღნიშნულს ტროფეის 2014-15 წ.წ. სეზონში).
„ბეტისის“ კარის აღების შემთხვევაში, ბენზემა კლუბის ისტორიის საუკეთესო მეგოლეთა ჩამონათვალში მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებს. არსებული მომენტისათვის, ის 323 შედეგიანი დარტყმით რაულს უტოლდება და მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს მის ჩამოსატოვებლად. შემდეგ კი, კარიმის წინ მხოლოდ კრიშტიანუ დარჩება, რომელსაც 450-ჯერ ჰყავს დამწუხრებული „ბლანკოსის“ მეტოქეები.
- 20 მაი 2022
- 1 237
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.