„რეალის“ სტრატეგიული შეთანხმება და 360 მილიონი
სამეფო კლუბის ოფიციალურმა საიტმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა
„„რეალის“ დირექტორთა საბჭომ საინვესტიციო კომპანია Sixth Street-თან და პრემიუმ გამოცდილების კომპანია Legends-თან არსებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის მიზანია „სანტიაგო ბერნაბეუ“ გარდაიქმნას უნიკალურ არენად და მოირგოს დასვენებისა და გართობის მსოფლიო ნიშნულის სტატუსი.“
„გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში მადრიდის „რეალი“ მიიღებს დაახლოებით 360 მილიონ ევროს კლუბის ნებისმიერ საქმიანობაში ინვესტირებისათვის. ამ ალიანსის მეშვეობით კომპანია Sixth Street-ი უფლებას იძენს მომდევნო 20 წლის განმავლობაში „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე აწარმოოს ახალი ბიზნესსაქმიანობები. გარდა ამისა, კომპანია Legends-ი თავის გამოცდილებასა და ცოდნას შეიტანს, რომელიც მას გააჩნია დიდი არენებისა და დასასვენებლი ცენტრების მუშაობაში, რაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის მენეჯმენტის ოპტიმაზაციისათვის მნიშვნელოვანია.“
„„სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრანსფორმაცია გარდამტეხი ნაბიჯია კლუბის ისტორიაში. ჩვენი კავშირი აღნიშნულ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიო ლიდერები არიან შესაბამის დისციპლინებში, ფუნდამენტური იქნება უნიკალური გამოცდილების უზრუნველსაყოფად სტადიონზე, სადაც წლის განმავლობაში მრავალი ღონისძიება შესაძლებელია ჩატარდეს. ეს შეთანხმება აძლიერებს ჩვენს მიზანს, გავზარდოთ სტადიონის შემოსავლები, როგორც სპორტული, ასევე სხვა საღის ღონისძიებების წყალობით.“
- 20 მაი 2022
- 1 350
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.