ახალ კონტრაქტს როდრიგოც მიიღებს
„რეალის“ იურისტებს ცხელი ზაფხული ელოდებათ წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვინისიუსის მსგავსად, კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებულ შეთავაზებას როდრიგოც მიიღებს. „რეალი“ აპირებს 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივოს მასთან ხელშეკრულება და ყოველწლიური ანაზღაურება დაახლოებით 7 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, რაც ბრაზილიელისათვის, ფაქრობრივად, გაორმაგება გამოდის. ამასთანავე, ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტში ასტრონომიული ციფრი ჩაიწერება - 1 მილიარდი.
როდრიგო სეზონის გადამწყვეტ მომენტში „რეალის“ ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა. მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მადრიდელები 28 მაისს პარიზში იასპარეზებენ.
- 19 მაი 2022
- 1 009
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.