მბაპე ლა ლიგის 1-ელ ტურს გამოტოვებს
ალბათ, ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ „რეალისა“ და ფრანგი ფეხბურთელის თანამშრომლობა მხოლოდ დროის საკითხია.
იმ შემთხვევაში (ოფიციალურ გამოცხადებამდე საჭიროა გარკვეული პროტოკოლის დაცვა - ავტ.), თუ მბაპე სამეფო კლუბის მაისურს მოირგებს, მას პრიმერა დივიზიონის 1-ლი ტურის დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.
განვლილ უქმეებზე „მონპელიასთან“ მიღებული ყვითელი ბარათის გამო, რომელიც მესამე იყო ბოლო 10 მატჩში, მას 1 პაექრობის გამოტოვების ვალდებულება აქვს, თუმცა წესების თანახმად, დისკვალიფიკაცია მოქმედებს არა მომდევნო, არამედ უკანასკნელი გაფრთხილებიდან მეორე მატჩზე. უფრო კონკრეტულად, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს „მეცთან“ კვირას გასამართ ორთაბრძოლაში, მაგრამ უკვე ამის შემდეგ შეხვედრაში უქმობა მოუწევს.
„ფიფას“ რეგლამენტის მიხედვით, ტრანსფერის შემთხვევაში, ერთი ჩემპიონატის ფარგლებში მიღებული დისკვალიფიკაცია მაშინაც კი ვალიდურია, როდესაც კარიერას სხვა ქვეყნის პირველობაზე აგრძელებ. შესაბამისად, ლა ლიგის კარი მისთვის მე-2 ტურიდან იქნება ღია.
- 19 მაი 2022
- 1 803
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.