ფაბინიო: „„რეალმა“ ეს დაიმსახურა“
ფაბინიო ტავარესი წლების წინ „რეალ მადრიდ კასტილიაში“ გამოდიოდა იჯარის წესით. მას 1 შეხვედრა (მხოლოდ 14 წუთი) „რეალის“ პირველი გუნდის შემადგენლობაშიც აქვს ჩატარებული და 1 ასისტს მოითვლის. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 28 მაისს გასამართ ფინალზე გააკეთა კომენტარი.
„დიახ, თვალს ვადევნებდი „რეალის“ განვლილ მატჩებს. როგორც მახსოვს, ჩვენი თამაშები ერთმანეთს არ ემთხვეოდა.“
„ეს არის გუნდი, რომელიც მიეჩვია ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე. აღნიშნულმა ქამბექებმა ცხადყო, რომ მათ ნამდვილად აკავშირებით რაღაც განსაკუთრებული ამ ტურნირთან. ბოლო 3 დაპირისპირება მადრიდელებმა ერთნაირი სცენარით მოიგეს, გაიტანეს რა 2 ან 3 გოლი ძალიან მოკლე მონაკვეთში.“
„„ბლანკოსმა“ დაიმსახურა ფინალში ყოფნა, ვინაიდან ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ვნახოთ, რა მოხდება 28-ში. იმედია გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.“
- 19 მაი 2022
- 989
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.