ფერნანდო ალონსო ჩ/ლიგის ფინალს გამოეხმაურა
ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი ფერნანდო ალონსო, რომელიც მადრიდის „რეალის“ საპატიო წევრია, ჩემპიონთა ლიგის მომავალ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„გამომდინარე იქედან, რომ მონაკოს გრანპრიზე უნდა მივიღო მონაწილეობა, „რეალისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებას ტრიბუნებიდან ვერ მივადევნებ თვალს, მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით. ჩემი გუნდის რამდენიმე წევრი აპირებს პარიზში გადაფრენას და შემდეგ ისევ უკან დაბრუნებას. მე ამის შესაძლებლობა არ მექნება.“
„არ ვფიქრობ, რომ აღნიშნულ ფინალში რომელიმე გუნდი ფავორიტია. ყველამ კარგად ვნახეთ მადრიდელების ასპარეზობა მიმდინარე ტურნირზე, თუ როგორ შეცვალეს მათ თამაშების მიმდინარეობა 5 წუთში. საჭიროა რწმენა. ვიმედოვნებ, რომ მე-14 თასს ვიზეიმებთ, ეს ლამაზი ციფრია.“
„მბაპეს ტრანსფერი? როგორც პრეზიდენტმა თქვა, მე მშვიდად ვარ.“
- 19 მაი 2022
- 604
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.