ბეილი უელსის ნაკრებს დაეხმარება
გარეთ ბეილს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ უასპარეზია „რეალის“ რიგებში, სამშობლო უხმობს.
ივნისის სანაკრებო ბატალიების დროს, უესლის ეროვნული გუნდი ერთა ლიგისა და მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში რამდენიმე მატჩს გამართავს. ბრიტანელებს ჩინებული შანსი აქვთ შოტლანდიის ან უკრაინის (ჯერ ცნობილი არ არის მათი მეტოქე) ძლევის შემთხვევაში ყატარის ტურნირის ნანატრი საგზური მოიპოვონ, რომელზეც მეტწილად დამოკიდებულია ფეხბურთელის საფეხბურთო კარიერის ბედიც.
როგორც იცით, ბეილს დაახლოებით 1 თვეში ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა და დიდ ფეხბურთში მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს დარჩენას, თუ „დრაკონები“ მუნდიალზე ასპარეზობის უფლებას დაიბევებენ.
- 19 მაი 2022
- 532
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.