ჩ/ლიგის ფინალი - მაკმანამანმა ფავორიტი დაასახელა
„რეალისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა, ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩემი აზრით, „ლივერპული“ ფავორიტია და ისინი მოიგებენ მიმდინარე ტურნირს. „რეალი“ სახლიდან შორს იქნება და ყველამ კარგად ვიცით, რომ „სანტიაგო ბერნაბეუ“ მათთვის განსაკუთრებული ადგილია. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა „პსჟ“-სთან, „ჩელსისთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრების განმავლობაში. ჩემში დიდი გაოცება გამოიწვია „ქალაქელების“ ასეთი გზით წაგებამ.“
„„რეალი“ გამორჩეული გუნდია, რომელმაც ბოლო 12 წლის მანძილზე 10 ნახევარფინალში მიიღო მონაწილეობა. დიახ, მათ მხრებზე დიდი გამოცდილებაა, მაგრამ იგივეს თქმა შეიძლება „ლივერპულზეც.“ ვფიქრობ, ინგლისელებს მეტად სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავთ.“
„მბაპესთან დაკავშირებული სიახლე მადრიდელებს ფინალის წინ ბიძგს ნამდვილად არ მისცემს. კლუბში კარგად მოეხსენებათ, რომ დიდი ხნის უკან გადაწყდა მისი ტრანსფერის საკითხი და გამოცხადება უბრალოდ დროის საკითხია. „რეალმა“ და „პსჟ“-მ ეროვნული ჩემპიონატები უკვე მოიგეს და ეს ამბავი უბრალოდ კარგი პიარი იქნება ესოდენ მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე.“
- 19 მაი 2022
- 1 169
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.