ვერატი მბაპეზე: „როდესაც ეს გავიგე, კუჭის ტკივილი დამეწყო“
მარკო ვერატი Le Parisien-თან ინტერვიუს დროს კილიან მბაპეს თემასაც შეეხო.
„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კილიანმა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას მოახდენს კლუბზე. არსებული მომენტისათვის, ის პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბუნებრივია, გვინდა პარიზში დარჩეს. ჩვენ ძირითადათ ხუმრობით ვართ დაკავებული და ამ საკითხებზე ნაკლებად ვსაუბრობთ. მეც თქვენსავით ველოდები მის განცხადებას. როდესაც წავიკითხე, რომ მადრიდში იყო, კუჭის ტკივილი დამეწყო (იცინის). შემდეგ მომწერა, რომ არ მენერვიულა, ვინაიდან უქმე დღეს ატარებდა ესპანეთის დედაქალაქში.“
„მბარეს რეკომენდაციას არ მივცემდი, მან იცის, თუ რას ვფიქრობ. ცხადია, მე არ ვიქნები კარგი მრჩეველი, ვინაიდან სუბიექტური ვარ.“
„ჩემპიონთა ლიგაზე არის თამაშები, სადაც შესაძლებელია სწრაფად განვითარდეს მოვლენები. ჩვენს შემდეგ, „რეალმა“ „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგაც იგივე გაიმეორა. „ბლანკოსი“ მიჩვეულია მსგავსს მატჩებს და ტანჯვას მოედანზე. პარიზში კი გვავიწყდება, რომ ზოგჯერ ასეთი ასპარეზობაა საჭირო მოსაგებად.“
- 18 მაი 2022
- 3 831
- 6