მბაპემ თარიღი შეარჩია - „რეალი“ წინააღმდეგია
ბოლო პერიოდის განმავლობაში კილიან მბაპესთან დაკავშირებით არა ერთი ინფორმაცია ვრცელდება.
ჟურნალისტ ტომას გონსალეს მარტინის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა უკვე შეარჩია კონკრეტული თარიღი. მისი სურვილია, რომ კვირას, ლიგა 1-ის ბოლო ტურის გამართვიდან მეორე დღეს, აცნობოს გულშემატკივრებს „პსჟ“-ს დატოვებისა და „რეალში“ გადაბარგების შესახებ.
თავის მხრივ, სამეფო კლუბმა მომავალ შეგირდს მოთმინებისკენ მოუწოდა. მადრიდელებს არ უნდათ, ჩემპიონთა ლიგაზე ესოდენ ნიშანდობლივი დაპირისპირების წინ დამატებითი აჟიოტაჟი შექმნან. ამასთანავე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ფიქრობენ, რომ ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი განცხადების გაკეთება კლუბის პრეროგატივაა, როგორც ეს შარშან, დავიდ ალაბას შემთხვევაში მოხდა.
- 18 მაი 2022
- 3 719
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.