„რეალი“ და „ბარსელონა“ თამაშის ჩატარებას გეგმავენ
არსებული გამოწვევების პარალელურად, სამეფო კლუბში პრე-სეზონის დაგეგმვაზეც მუშაობენ.
COPE-ს ინფორმააცით, ზაფხულის ცხელ დღეებში, ფეხბურთის გულშემატკივრებს „ელ კლასიკოს“ ხილვის საშუალება მიეცემათ. „რეალი“ და „ბარსელონა“ ამხანაგური პაექრობის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებაზე ფიქრობენ. კლუბები ლას ვეგასში აპირებენ სტადიონის დაქირავებას, რათა ადგილობრივ ქომაგებს ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი დაპირისპირება შესთავაზონ. ბილეთებიდან შემოსული თანხა კი ორივე გუნდზე გადანაწილდება.
ამ ეტაპისათვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
- 18 მაი 2022
- 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.