საოცნებო ტრიო „იტვირთება“
წლეულს, „რეალის“ შეტევითი ხაზი მეტად სახიფათო, ეფქტური და დაუნდობელია. ახალი სეზონიდან კი მისი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება და ამაზე ციფრებიც მეტყველებს.
როგორც იცით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გამადრიდელების ამბავი მხოლოდ დროის საკითხია. აქედან გამომდინარე, რამდენიმე კვირაში ანჩელოტის ფორმაციის „ბლანკოსში“ ახალი ტრიოს მივიღებთ - ბენზემას, ვინისიუსისა და მბაპეს მონაწილეობით. მათი ამჟამინდელი სტატისტიკა საკმაოდ მსუყეა და ამიტომაც, გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სამეული მრავალ ახალ მწვერვალს დაიპყრობს უკვე გაერთიანებული ძალებით.
ზაფხულას არდადეგებამდე ცოტა ხნით ადრე, კარიმი 44 გოლს მოითვლის, ვინი 21-ს, ხოლო კილიანი 36-ს. ამასთანავე, მათ აქტივშია, შესაბამისად, 15, 16 და 26 ასისტი. საერთო ჯამში მათ 160 გოლში აქვთ მონაწილეობა მიღებული, რაც დიდებული მაჩვენებელია.
- 18 მაი 2022
- 1 486
- 19