„ლივერპულმა“ „საუტჰემპტონი“ დაამარცხა
ინგლისის ჩემპიონატის 38-ე ტური მეტად დაძაბულ და საინტერესო ვითარებაში ჩაივლის.
სტუმრად „საუტჰემპტონის“ 1-2 დამარცხების (მინამინოსა და მატიპის გოლებით) შემდეგ, „ლივერპული“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ და შეიძლება ითქვას, ბოლო მომენტამდე ინარჩუნებს პრემიერ ლიგის მოგების შანსს. მომდევნო პაექრობას კლოპის გუნდი, კვირას, „ვულვზის“ წინააღმდეგ გამართავს და რა თქმა უნდა, არც ფინალამდე 1 კვირით ადრე ექნებათ მოდუნების საშუალება.
განვლილ დაპირისპირებაში გერმანელმა თავკაცმა გადახალისებული შემადგენლობით სძლია „სოტონს:“ ალისონი, გომესი (ჰენდერსონი 46'), მატიპი, კონატე, ციმიკასი, ელიოტი (ორიჯი 65'), მილნერი, ჯოუნსი, მინამინო, დიეგო ჟოტა და ფირმინო (კეიტა 83').
ფაბინიო, ვან დაიკი და სალაჰი სათადარიგო სკამზეც არ გამოჩენილან, თუმცა კლოპის განცხადებით, მათი მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
- 18 მაი 2022
- 631
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.