ალაბა მწყობრშია
როგორც უკვე იცით, ავსტრიელმა მცველმა სრული დატვირთვით დაიწყო ვარჯიში.
დავიდ ალაბამ სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით დაასრულა და თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნაც უკან მოიტოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის კონდიციები დამაკმაყოფილებელია და დიდი ალბათობით, პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბეტისის“ წინააღმდეგ მონაწილეობას მიიღებს.
ბუნებრივია, ალაბა სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაშიც, რომელიც 28 მაისს გაიმართება. ის ედერ მილიტაოსთან ერთად ეცდება „ლივერპულის“ შეტევების განეიტრალებას.
ბოლოს დავიდი 26 აპრილს, „ეტიჰედზე“ ვიხილეთ საქმეში.
- 18 მაი 2022
- 567
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.